საფერავი+კაბერნე. როზე. მშრალი.

ვარდიაშვილი
44,00
GEL
როზე 2022 - ვარდიაშვილის მეღვინეობა. ვარდისფერი მშრალი ღვინო კახეთიდან, ვადიაშვილების საოჯახო მარნიდან. ვენახები გაშენებულია ადგილწარმოშობის კონტროლირებად მიკროზონებში, მუკუზანსა და ვაზისუბანში. ღვინო იწარმოება საფერავისა (35%) და კაბერნე სოვინიონის (65%) ყურძნის ჯიშებისგან. ყურძენი იკრიფება მუკუზნის მიკროზონაში, 30-60 წლის ვენახებში. გამოხატულია მწიფე ველური მარწყვის, ჟოლოსა და მწიფე ალუბლის არომატები. რბილი, კრემისებური სტრუქტურა ხავერდოვანი გემოთი. საშუალო ხალისიანი მჟავიანობა. ელეგანტური და გრძელი დაბოლოება. ფანტასტიკური და გამორჩეული ვარდისფერი ღვინო, რომელიც ჩამოსხმულია ლიმიტირებული რაოდენობით მხოლოდ 100 ბოთლი.

შაქრიანობა: მშრალი