მეღვინეობა ღვინის ჰორიზონტი დაარსდა 2022 წელს, მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონში. მათი ვენახები განლაგებულია აქვე, კვატისხევიდან 4 კმ-ში. ამჟამად აწარმოებენ წითელ ღვინოს თავკვერის ყურძნისაგან. თავკვერი ქართლის წითელყურძნიანი ჯიშია. მისგან დგება საინტერესო მშრალი, წითელი ან ვარდისფერი ღვინოები, ველური ვარდისა და ხილის არომატით. ღვინო დუღდა ქვევრში კულტივირებული საფუარის გამოყენებით 100% ჭაჭაზე 2 თვის განმავლობაში, შემდეგ დაყენდა უჟანგავი ფოლადის ავზში 6 თვის განმავლობაში. აღინიშნება კენკრის, ველური ალუბლის, ვანილის, წიწაკის არომატები. საშუალო სხეული, საშუალო მჟავიანობა, დაბალი ტანინები.