ჟღია 2023. ვარდისფერი. მშრალი.

ორთა
39,00
GEL
ჟღია როზე - მარანი ორთა. ვარდისფერი მშრალი ღვინო. ჟღია ძველი კახური ვაზის ჯიშია. ამ ჯიშიდან ვიღებთ თხელ, დაბალალკოჰოლიან, მსუბუქ სხეულს მქონე ღვინოს, რომელიც მდიდარია ცოცხალი ხილის არომატებით. დადუღებულია უჟანგავ ფოლადში კლასიკური მეთოდით, კანისა და კლერტის გარეშე. დაძველებულია 7 თვის განმავლობაში უჟანგავ ფოლადში. მსუბუქი სხეული, ხალისი მჟავიანობა. არომატებში - ჟოლო, ტყის კენკრა, მარწყვი, ალუბალი. ხანგრძლივი დაბოლოება. დაბალანსებული და სასიამოვნო ღვინოა.

შაქრიანობა: მშრალი