ხიდისთაური. როზე. მშრალი.

სფრინგ ფილდს
36,00
GEL
ვარდისფერი მშრალი ღვინო კახეთის რეგიონიდან, მანავის მიკროზონიდან. "მუსკატური რქაწითელი" საქართველოში სელექციის გზით მე-20 საუკუნის ბოლოს გამოიყვანეს. მიღებულია რქაწითელისა და ალექსანდრიის მუსკატის ჯიშების შეჯვარებით. მუსკატური რქაწითელის ვენახების რაოდენობა მცირეა, დღეს ამ ჯიშისგან ღვინოს მხოლოდ რამდენიმე მეღვინე აწარმოებს. ღვინის ფერი განპირობებულია თავკვერის კანზე მუსკატური რქაწითელის წვენის დუღილით. ღვინოს აქვს განსაცვიფრებელი ყვავილოვან-ხილის არომატი. გემოზე ნესვი, ვაშლის ნოტები, მწვანე კენკრა, მინერალური, ენაზე სასიამოვნო ჩხვლეტით. სწრაფი დაბოლოება მაღალი მჟავიანობით. ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო ღვინოა.

შაქრიანობა: მშრალი