ჩინებული ზამთრის მოსავალი 2024 თეთრი ტკბილი ღვინო ბუნებრივად ტკბილი ღვინო დამზადებულია ჩინებულის ჯიშის ყურძნისგან. ვენახები გაშენებულია შიდა ქართლში, მეჯვრისხევის მიკროზონაში. ყურძენი მოკრეფილია დეკემბრის ბოლოს -6°C ყინვის შემდეგ. გამოხატული ატმის, მანგოს, კომშის ჯემის არომატები. გემოში - ბლის მურაბა, ვანილის ნოტები, აკაციის თაფლი. სასიამოვნო გამყოლი მჟავიანობა, გამოხატული მსუბუქი ტანინები და ხანგძლივი სასიამოვნო დაბოლოება. ჩააცივეთ 8-10 გრადუსამდე და შეუხამეთ მძაფრ ყველს, აზიურ მოტკბო-მომწარო სოუსებს, პაშტეტებს.