აურუმელა 2024. წითელი ნახევრად ტკბილი.

ბარბალე
49,00
GEL
ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, დამზადებული ახაშენის მიკროზონაში მოკრეფილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ეს ღვინო მზადდება მზეზე დაჩირებული ყურძნისგან, რაც აძლიერებს შაქრის კონცენტრაციას და არომატს. გამოირჩევა სირბილით, ხილის არომატებით, ბუნებრივი სიტკბოთი და ღრმა ფერით.
აურუმელა ბარბალეს მცდელობაა, შექმნას ახაშენის თანამედროვე ინტერპრეტაცია მძიმე „კანფეტის“ გემოს გარეშე. ალუბლის მურაბის, შავი მოცხარის, ბროწეულის და მსუბუქი სანელებლების ნოტები. ხავერდოვანი ტექსტურა, რბილი ტანინები და სიტკბო დაბალანსებულია საფერავის მჟავიანობით. ეს არ არის ჩვეულებრივი „კომპოტის“ მაგვარი ნახევრადტკბილი ღვინო, არამედ საკმაოდ გასტრონომიული, სტრუქტურირებული ღვინო ხანგრძლივი, თბილი დაბოლოებით.

შაქრიანობა: ნახევრად ტკბილი