საგვარეულო ვენახებში მოკრეფილი 3 ქართული ჯიშის ყურძნის ნაზავი. საფერავი 68%, ოცხანური საფერე 22%, შავკაპიტო 10%. უძველესი ღვინის დაყენების ტექნიკის - რომაული რიპასოსა და ქართული ქვევრის ერთობლიობა. საინტერესო მეთოდი ყურძნის მარნებში გაშრობის, ქვევრში დუღილისა და დაძველების და დასკვნით ეტაპზე მუხის კასრებში დავარგებით. ღრმა ლალის ფერი. სრული სხეულით, გამდნარი ტანინები. შავი მოცხარი, ქლიავი, დაჭყლეტილი ზეთისხილი, სიგარის ნაკვთები, მუხა. საშუალო მჟავიანობა. დაბოლოება - ბლანტი, მინერალური, ახლად შემწვარი ყავის მარცვლების ნიუანსებით.