წითელი, მშრალი, ნატურალური ღვინო. გურჯაანი, სოფელი კარდენახი. მარანი დაარსებულია 1928 წელს ნიკალა მღვდლიაშვილის მიერ. ღვინო დაყენებულია ქვევრში ჭაჭაზე, ბუნებრივ საფუარზე, ორგანულ ვენახში მოწეული ყურძნისაგან. მუქი წითელი ფერი, სხეულიანი, მჟავიანობა საშუალო. გემოში - წითელი კენკრა, ალუბალი, შავი ქლიავი, ბროწეული. ხავერდოვანი და დაბალანსებული. ხანგძლივი დაბოლოება. საჭიროებს აერაციას.