ცოლიკოური - „ბაბას მარანი“. თეთრი, მშრალი ღვინო. მარანი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გორაბერეჟოულში. მეღვინე გიორგი ტყეშელიაძე 2018 წლიდან ეწევა ორგანულ მეღვინეობასა და მევენახეობას. მას მოჰყავს ყურძნის სხვადასხვა ჯიში: ჩხავერი, ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, ჯანი და სხილათუბანი. უძველესი დროიდან მის მამულში ვაზი იყო გაშენებული და ღვინო ტრადიციულად ოჯახის მოხმარებისთვის იწარმოებოდა. ცოლიკოურმა დუღილი გაიარა უჟანგავი ფოლადის აზებში, ველურ საფუარზე, ჭაჭის გარეშე. ასევე დაძველებულია უჟანგავ ფოლადში. ღია ჩალისფერი, მსუბუქი სხეული, საშუალო+ მჟავიანობა. ციტრუსის, მწვანე ვაშლის, ყვავილოვანი არომატები. ხანგრძლივი დაბოლოება. ღვინოს აქვს მდიდარი არომატი და სასიამოვნო გემო. სასიამოვნო, გასტრონომიული, ევროპული სტილის ცოლიკოური.