Zalto Bordeaux-ის ჭიქა შექმნილია სრული სხეულის მქონე წითელი ღვინოებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ძლიერი ხასიათით, გამოკვეთილი ტანინებითა და მაღალი ექსტრაქტულობით, ასევე ექსპრესიული თეთრი ღვინოებისთვის, რომლებსაც ფენოლური სტრუქტურა ახასიათებთ. ეს ჭიქა იდეალურად აბალანსებს ღვინის ძალას, სიმკვრივეს, ექსტრაქტულობასა და ტანინებს. ისი ფორმა სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ გამოკვეთოს საუკეთესო წითელი ღვინოების უმთავრესი მახასიათებლები — ექსტრაქტულობა, სიძლიერე, ტანინები და სიმკვრივე. ამ ჭიქაში ყველა ეს ელემენტი ჰარმონიულად ერთიანდება, რათა ღვინის გემო სრულყოფილად და მთლიანობაში წარმოჩინდეს.